ავღანელი სამხედროების გადამზადება

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო  ბაზაზე  საქართველოს შეიარაღებული  ძალების  III  ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ინსტრუქტორები ავღანელ სამხედრო მოსამსახურეებს  ამზადებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელები  ავღანელ სამხედროებს   თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებენ. ქართული ბატალიონი ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას და ოპერაციის რაიონის კონტროლს უზრუნველყოფს.