შეხვედრა მოსახლეობასთან

ვანის რაიონის მოსახლეობა მძიმე სოციალურ,ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. სოფელ ამაღლების მოსახლეობა ევროპული საქართველოს ლიდერთან დავით ბაქრაძესთან საუბარში ამბობს, რომ სოფელში არ არის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები. არ ფუნქციონირებს ამბულატორია, არ აქვთ გაზიფიცირება, საკანალიზაციო სისტემა და გადაადგილება შეუძლებელია სოფლის შიდა გზებზე.