სტიქია აშშ-ში

შეერთებული შტატების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარისა და თოვლის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მინესოტას, ნებრასკას, აიოვას და სამხრეთ დაკოტას შტატებში ძლიერი ყინვია. მეტეოროლოგიური სამსახური ტეხასისა და ალაბამას შტატების მოსახლეობას ტორნადოებისშესაძლო წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს.

ტორნადო დააფიქსირეს მისისიპის შტატის ქალაქ ჯექსონში. 

არკანზასში სტიქიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ლუიზიანაში კი ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ერთი წლის ბავშვს დაეცა. გოგონა გარდაიცვალა. მინესოტასა და ტორონტს აეროპორტებში 750 ავიარეისი გადაიდო. ელექსტროენერგიის გარეშე 80 ათასი ადამიანი დარჩა.