რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მონტენეგროში

15 წლის შემდეგ მონტენეგროს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. მონტენეგროში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ ფილიპ ვუიანოვიჩს, რომლეიც ქვეყანას 2003 წლიდან მართავს, კენჭისყრაში კიდევ ერთი ვადით მონაწილოების უფლება არ აქვს.

პრეზიდენტობისთვის სულ 7 კანდიდატი იბრძვის. თუმცა, ფავორიტად ხელისუფლების კანდიდატი, 56 წლის მილო ჯუკანოვიჩი მიიჩნევა, რომელიც ექსპერტთა შეფასებით, პირველივე ტურში შეძლებს ხმათა  50%-ზე მეტის მიღებას. ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ოპოზიციამ ერთიან კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლო და პარტიები ცალ-ცალკე კანდიდატებით არიან წარმოდგენილები. მონტენეგროში პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა.