საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

ერევანში ოპოზიციის მომხრეები საზოგადოებრივ რადიოში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტ სერჟ სარქისიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებდნენ და რადიოში საეთერო დროის დათმობას ითხოვდნენ. 

სომხეთის მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი სერჟ სარქისიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანონის დაცვით წარადგინეს. პრემიერ-მინისტრის დამტკიცება სომხეთის პარლამენტში 17 აპრილს არის დაგეგმილი.

სომხეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდა. ერთი კვირის წინ უფლებამოსილების შესრულებას ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტი არმენ სარქისიანი შეუდგა.