დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტს აფრთხილებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს აფრთხილებს და ურჩევს ქიმიური იარაღი აღარ გამოიყენოს. თეთრი სახლის მეთაური სირიის ხელისუფლებას დაემუქრა, რომ თუკი დამასკო ქიმიურ იარაღს კიდევ გამოიყენებს, მაშინ ამერიკული ავიაცია ახალ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს მიიტანს. ინფორმაციას ბი-ბი სი ავრცელებს.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიას ქიმიური იარაღის პროგრამის კვლავ გამახლებისთის რამდენიმე წლი დასჭირდება.

გუშინ, ღამის 4 საათზე, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამხედრო ობიექტებზე  სარაკეტო იერიში მიიტანეს, რა დროსაც 105 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.