უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუცია არ მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ სირიის საკითხზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ დაამტკიცა. რუსული რეზოლუცია შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიშის დაგმობას ითვალისწინებდა.

რუსეთის რეზოლუციას მხარი უშიშროების საბჭოს წევრი 15 სახელმწიფოდან მხოლოდ სამმა დაუჭირა. თავად რუსეთის გარდა ის მხოლოდ ჩინეთმა და ბოლივიამ მოიწონეს.