მკვლელობა ვაკეში - ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მთავარი პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს. ვეფხია ბაქრაძეს ბრალი გუშინ დაუმძიმდა. ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვეფხია ბაქრაძეს 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.