არჩილ ტატუნაშვილის მამა მცხეთის პროკურატურაში მივიდა

უკვე რამდენიმე საათია არჩილ ტატუნაშვილის მამა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში იმყოფება. გივი ტატუნაშვილი, სავარაუდოდ, გამოძიებას შვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდის. პროკურატურაში შესვლამდე გივი ტატუნაშვილის მედიასთან დეტალებზე არ უსაუბრია.