შეხვედრა მოსახლეობასთან

ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს ვანის რაიონის სოფელ ამაღლების მოსახლეობა. პარლამენტში ვანი -ხონის მაჟორიტარობის კანდიდატთან გიგი უგულავასთან საუბარში, ადგილობრივები ამბობენ,რომ ამორტიზირებულია საპ-რასია -ამაღლების საფეხმვალო ხიდი. რამდენჯერმე მოხდა უბედური შემთხვევა. სოფლის საბავშო ბაღამადე და სკოლამდე მისასვლელად კი ამ ხიდის გავლაა საჭირო. გაჩერებულია, სოფლის წისქვილიც ,რომელიც თავადვე გამოიმუშავებდა დენს და თანასოფლელებისთვის მარცვლეულის დაფქვაც იაფი იყო.