აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას აპირებს და ეს სავარაუდოდ დღეს მოხდება. ახალი სანქციების  მიზეზი რუსეთის მიერ სირიის რეჟიმის მხარდაჭერაა. ნიკი ჰეილის თქმით, ახალ სანქციებზე ოფიციალურ განცხადებას შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გააკეთებს.

ნიკი ჰეილი, აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში

ასადმა იცოდა, რომ მას მხარს უჭერდა რუსეთი. ასადმა იცოდა, რომ რუსეთი მას ხელს დააფარებდა გაეროში და ამიტომ ასადმა ქიმიური იარაღის გამოყენება გაბედა და აგრესიულად ქმედება განაგრძო. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ შეიძლება დავუშვათ ქიმიური იარაღის თუნდაც უმნიშვნელო დოზით გამოყენება.

ნიკი ჰეილიმ უარყო გავრცელებული ცნობა, თითქოს დონალდ ტრამპი სირიიდან ამერიკელ სამხედროთა გაყვანას მომდევნო 6 თვის განმავლობაში აპირეს. ჰეილიმ თქვა, რომ ამერიკელები სირიაში ამოცანების სრულად შესრულებამდე დარჩებიან. მთავარ ამოცანად ჰეილიმ ისლამური სახელმწფოს სრულად განადგურება დაასახელა.