საპრეზიდენტო არჩევნები მონტენეგროში

მილო ჯუკანოვიჩი მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, მან ხმების 53 პროცენტი მიიღო. არჩევნების წინ სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ პირველივე ტურში გამარჯვებას. აქამდე ჯუკანოვიჩი ხუთჯერ იკავებდა ქვეყნის მთავრობის მეთაურის პოსტს, 1998-2002 წლებში კი ქვეყნის პრეზიდენტიც იყო.

ჯუკანოვიჩის მთავარი კონკურენტი ბიზნესმენი მლადენ ბოიანიჩია, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, ხმების 32 პროცენტი მიიღო. იმის მიუხედავად,რომ ბოიანიჩი უპარტიოა, მას ფაქტობრივად მთელი ოპოზოციური სპექტრი უჭერს მხარს. ბოიანიჩი რუსეთთან დაახლოების მომხრეა, მაშინ როცა ჯუკანოვიჩი მონტენეგროს დასავლური კურსის მხარდამჭერია.