აშშ-ის საელჩო ისრაელში გადადის

ისრაელში შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის სადღესასწაულო ღონისძიებები დაიწყო.ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე, რომელსაც შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი  სტივენ მნუჩინი, ასევე პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სხვა ქვეყნებს ვაშინგტონის მიბაძვისკენ მოუწოდა.შეხვედრაზე 86 ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული, თუმცა მიპატიჟება მხოლოდ 33-მა ქვეყანამ მიიღო.დღესვე ცნობილი გახდა, რომ ებრაულმა საფეხბურთო კლუბმა "ბეითარმა" სახელი შეიცვალა და დონალდ ტრამპის საპატივცემულოდ, ამიერიდან "ბეითარ ტრამპ იერუსალიმი" ერქმევა.