ებრაელმა სამხედროებმა 16 პალესტინელი მოკლეს

ღაზას სექტორში პალესტინელების და ებრაელი სამხედროების დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ებრაელმა სამხედროებმა 16 პალესტინელი მოკლეს, არიან დაჭრილებიც.დაპირისპირება პალესტინელებუის მხრიდან შეერთებული შატტების საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანის საწინააღმდეგო გამოსვლას მოჰყვა. საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი პალესტინელი შეიკრიბა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ებრაელ ჯარისკაცებს ქვები დაუშინა და გამყოფი კედლის გადალახვა სცადა.ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ საზღვრის გადალახვის უკანონო მცდელობას ნებისმიერ ფასად შეაჩერებს. თავის მხრივ პალესტინელები აცხადებენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა და მას არასდროს დათმობენ.