ნაომი კემპბელის წვეულება კანის ფესტივალზე

Fashion for Relief - საქველმოქმედო წვეულებაა, რომელიც კანში კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა. წვეულებაზე სტუმრებად საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი, კარლა ბრუნი და ნატალია ვოდიანოვა იყვნენ მოწვეულები. წვეულების მასპინძელი კი ნაომი კემპბელი იყო.წვეულების თემა ფესტივალის იდენტური იყო და თანასწორუფლებიანობას მიეძღვნა. დავეხმაროთ მათ, ვისაც ცხოვრებაში ნაკლებად, ან საერთოდ არ გაუმართლა - წვეულებაზე მოწყბილი დეფილეთი მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო ფონდებს - Save the Children და Times Up  ჩაერიცხა.აღნიშნული წვეულება კანში უკვე 13 წელია ტარდება და მისი იდეის ავტორი ნაომი კემპბელია.