რა ბედი ელით კლუბებს?

სპეცოპერაციის  შემდეგ  დალუქული ღამის კლუბები ისევ არ გახსნილა. განჩინების მიხედვით, სამართალდამცველებმა  კლუბები 24 საათით  დახურეს, თუმცა მას შემდეგ 48 საათზე მეტი გავიდა.     როგორც   კლუბ „ბასიანის    ერთ-ერთი დამფუძნებელი   აღნიშნავს ,  კლუბის  გახსნის საკითხი  ხვალ  განიხილება. ამის შესახებ   ივანე გეთიამ   შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხად . გეთიას განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად კლუბს  დიდი  ზარალი მიადგა. მისი თქმით, კლუბი ამ დრომდე დალუქულია  შესაბამისად უცნობია დაზიანებულია თუ არა აპარატურა.