ნარკოპოლიტიკის რეფორმა

ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ორდღიანი აქციები საზოგადოებაში არსებული რადიკალიზმის გამოვლინება იყო, რაც მისივე თქმით, ქვეყნისთვის დამაზიანებელია. წულუკიანი ფიქრობს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის სასჯელის გაზრდა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საურბობენ საპარლამენტო ორგანოშიც.