ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებულთა საქმე

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხვალ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მას შემდეგ რაც უწყებიდან უფლებადამცველები განჩინებას ჩაიბარებენ. გუშინ საქალაქო სასამართლომ 6 საათიანი პროცესის შემდეგ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს მათ შორის 22 წლის გოგონას ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულების ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებენ და აცხადებენ რომ ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულელები არ აქვს.