ნარკოდანაშაული

შსს-მ ფონიჭალაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, პოლიციამ ნივთმტკიცებად 4 შეკვრად დაფასოებული 324 გრამი ჰეროინი ამოიღო, რომელიც ბრალდებულს ფეხსაცმლის ქუსლებში ჰქონდა დამალული. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.