რუსეთის საპატრიარქო საქართველოში წარმომადგენელს გზავნის

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში რუსულ ენაზე მსახურებისთვის სასულიერო პირს აგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი. რუსი მღვდელმსახური, რომელიც საქართველოში სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ჩამოვა, დეკანოზი ვლადიმერ  ალექსანდროვია.