შსს-მ "ეროვნული ერთობის" მუქარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "საქართველოს ეროვნული ერთობის“   წევრების  მიერ, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას გამოთქმულ მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.  უწყების   ინფორმაციით  სამართალდამცველები გამოძიების ფარგლებში მოახდენენ კონკრეტული პირების გამოკითხვას და ჩატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.ნეონაცისტური დაჯგუფებების მონაწილეთა მხრიდან ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე შესაბამისი რეაგირებისკენ შინაგან საქმეთა სამინისტროს  სახალხო დამცველიც მოუწოდებს ,. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტრ-დემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას. გავრცელდა ინფორმაცია "რუსთავი 2"-ის ოპერატორისთვის საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური დაპირისპირების შესახებ."