კიმ ჩენ ინი ტრამპთან შეხვედრის გაუქმებით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ორი კორეის დელეგაციების შეხვედრა გააუქმა. მარალ დონეზე მოლაპარაკება მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო. ფხენიანის გადაწყვეტილება შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივ სამხედრო წვრთნას უკავშირდება. ერთობლივ მანევრებში, რომლეიც სამხრეთ კორეაში დაიწყო, 100-მდე საბრძოლო თვითმფრინავია ცართყლი. მათ შორისაა B-52 ტიპის ბომბდამშენები. წვრთნის დაწყება ჩრდილოეთ კორეამ პროვოკაციად და თავდასხმისთვის მზადებად შეაფასა.გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პრეზიდებთან შეხვედრის გაუქმების გარდა, კიმ ჩენ ინმა ვაშინგტონიც გააფრთხილა, რომ მანევრების გაგრძლების შემთხვევაში, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზეც უარს იტყოდა, თუ წვრთნები არ შეწყდება.Aდონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი სინგაპურში, 12 ივნისსუნდა შეხვდნენე ერთმანეთს.