ბოჰემური რაფსოდია

სოციალურ ქსელებში ფრედი მერკურისა და ჯგუფ ქვინზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის ტრეილერი გავრცელდა. ფილმს ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტის მსგავსად, „ბოჰემური რაფსოდია“ ჰქვია. მერკურის როლს ფილმში ამერიკელი მსახიობი რამი მალეკი ასრულებს.ფილმზე მუშაობისას პროდიუსერებმა სცენარისტები და რეჟისორები რამდენჯერმე შეცვალეს, მსოფლიო გაქირავებაში კი სურათი 24 ოქტომბერს გამოვა.