თელავის საავადმყოფოში 8 პაციენტი რჩება

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კი  რვა პაციენტი რჩება. კლინიკაში  რჩება გოგონა, რომელსაც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.   წუხელ ღამით  და  დღეს დილით  თბილისში  სულ  ოთხი არასრულწლოვნის  ტრანსპორტირება განხორციელდა. მათ შორის იმ ბავშვების, რომელთაც  ავარიის შედეგად დედა და ბებია დაეღუპათ.  შვიდ პაციენტს თელავის რეფერალურ საავადმყოფოდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ.