სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება

ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ   განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა.  მისივე   თქმით გასაძლიერებელია მუშაობა როგორც ესკორტის მიმართულებით, ასევე იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ექსკურსიებს ახორციელებენ. ამ საკითხებთან დაკავშირებით  მიხეილ  ჩხენკელი   შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.