სტიქია კახეთში

კახეთში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.ამ დროისათვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს გურჯაანში, ყვარელში და სოფელ ველისციხეში  აწარმოებენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.