ნაცემი რუსი მფრინავი მომხდარის მიზეზებზე საუბრობს

ნაცემი რუსი მფრინავი    მომხდარ ინცინდეტთან დაკავშირებით საავადმყოფოდან   ვიდეო  მიმართვას ავრცელებს.   ფიოდორ  ჩელიშევი აცხადებს, რომ მომხდარს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მას ბიზნეს ინტერესებს უკავშირებს. მისი მტკიცებით, თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო მუქარა და ფულის გადახდის მოთხოვნა, რაზეც უარი მიიღეს.ფიზიკური დაპირისპირება ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და რუსეთის და უკრანის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ მფრინავთა ჯგუფს შორის დაბა გუდაურში მოხდა. ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გამოძიება ძალადობის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე მიმდიანრეობს.