17 მაისს მომხდარი ძალადობის ფაქტზე ნიკა გორგილაძე დაზარალებულად ცნეს

ნიკა გორგილაძე, რომელიც 17 მაისის აქციაზე ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ რადიო თავისუფლების    წერს. აქციაზე მისი ცემის გახმაურებული ფაქტის შემდეგ მის სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გამოხმაურებები არ შეწყვეტილა. გორგილაძის ინტერებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა. საია ასევე მოითხოვდა გორგილაძისთვის, მისი უსაფრთხოების მიზნით, დაცვის დანიშვნასაც, თუმცა უშედეგოდ. პირი, რომელიც ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელ აქტივისტს თავს დაესხა, ამ ეტაპზე დაკავებულია არაა, თუმცა გამოძება 126-ე მუხლით მიმდიარეობს. ის 15 წლის მოზარდია.