ცოცხალი ჯაჭვი ბასკეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნით

ათი ათასობით ბასკი 202 კილომეტრის სიგრძის ცოცხალ ჯაჭვში ჩადგა და ამ ფორმით მოითხოვა რეგიონალური რეფერენდუმის ჩატარება, რომლის მიზანიც ბასკთა ქვეყნის ესპანეთიდან გამოყოფაა.