კარვების აქცია რუსთაველზე

ცოტა ხნის წინ კარვები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იყო გაშლილი, საპატრულო პოლიციამ ძალის გამოყენებით უშუალოდ პარლამენტის შენობასთან გადაიტანა. სამართალდამცველებმა კარვებიდან საწოლები თავადვე გამოიტანეს.  გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებამდე კი ადგილზე დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დააკავეს. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიური პარტიების ლიდერები და სახალხო დამცველის წარმომადგენელები.