გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. 29 მაისს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მომღერალმა  ვარსკვლავი იმ თაობას და იმ ადამიანებს მიუძღვნა, რომლებიც 90-იან წლებში მასთან ერთად იბრძოდნენ.