საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება

ვის გამოკითხავს დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ხვალ გაირკვევა. 13 ივნისს, პირველ სამუშაო სხდომაზე კომისიის წევრები ქუთაისში შეიკრიბებიან, მანამდე კი საქმის მასალების ნაწილს გაეცნობიან. დოკუმენტაციის ნაწილი კომისიამ შესაბამისი უწყებებიდან გუშინ მიიღო.