ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. მოგერინის გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.