ისტორიული შეხვედრა სინგაპურში

სინგაპურმა ისტორიულ შეხვედრას უმასპინძლა. შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა ერთმანეთს ხელი პირველად ჩამოართვეს. სამიტის მთავარი თემა კი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღებაა. სამიტს, ტურისტულ კუნძულ სენტოზაზე მდებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კაპელა მასპინძლობს. ხელის ჩამორთმევისას ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონს და ფხენიანს შესანიშნავი ურთიერთობა ექნებათ, კიმმა კი აღნიშნა, რომ მხარეებმა არა ერთი წინაღობა გადალახეს იმისთვის, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო.