ინციდენტი ფრანკფურტის აეროპორტში

ინციდენტი ფრანკფურტის აეროპორტში. თვითმფრინავის საბუქსირე მანქანას ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მას ლაინერი ჰქონდა ჩაბმული. ცეცხლის გაჩენის მომენტში თვითმფრინავში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. ბუქსირს ლაინერი გასასვლელთან უნდა მიეყვანა, სადაც მგზავრები ელოდნენ. ცეცხლის გაჩენის შედეგად დაზიანდა თვითმფრინავიც და რეისის შესრულება ვერ შეძლო.