ტრანსგენდერი ადამიანების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოები წულუკიანის გადადგომას ითხოვენ

ტრანსგენდერი ადამიანების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თეა წულუკიანმა გადაცემა "იმედის კვირის" ეთერში ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. არასამთავრობოები მიმართავენ ხელისუფლებას, რომ დანიშნოს ახალი იუსტიციის მინისტრი, რომელიც, მესამე სექტორის წარმომდგენლების თქმით, პატივს სცემს ყველა ადამიანის უფლებებს და მგრძნობიარე იქნება როგორც ლგბტ ადამიანების, ასევე სხვა ჩაგრული ჯგუფების პრობლემების მიმართ. თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის შესახებ განცხადებას შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.