მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს

არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით მარნეულის მერი დააკავეს. პროკურატურამ გამოძიება სტუდია მონიტორის მიერ გაავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც, ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ, მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სავრადუდოდ საკუთარი შარდით სახის დაბანა აიძულეს. ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებას პროკურატურა 2 საათზე გააკეთებს. ამ წუთებში კი მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მოწმეებისა და დაზარალებულის გამოკითხვა მიმდინარეობს.