გაეროს რეზოლუცია საქართველოს შესახებ

საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს ნიუ იორკშიც. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 72-ე სესიაზე მიიღო. დოკუმენტს მხარი  81 ქვეყანამ დაუჭირა, 16 წინააღმდეგი იყო, 62-მა კი თავი შეიკავა. 2017 წელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა ერთით გაიზარდა. მიღებული რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად.