მაკედონიას სახელი შეეცვალა

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას სახელი შეეცვალა.  ამიერიდან მას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება. მაკედონიისთვის სახელის გადრქმევას 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საბერძნეთი მოითხოვდა. მაკედონია საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს ჰქვია, რის გამოც ბერძნები შიშობდნენ, რომ მეზობლად იგივე სახელის მქონე სახელმწიფოს არსებობას საბერძნეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის მომავალში შესაძლოა საფრთხე შეექმნა.