დაკავება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა.ირკვევა, რომ მათ არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული მათზე დაკისრებული მოვალეობები. კერძოდ, უკანონო ქმედებებში არ ამხილეს ორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე ნატანების კალაპოტში მუშაობდნენ და საშუალება მისცეს აღნიშნულ კომპანიებს მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის - ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება. რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.