თარჯიმანი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს

ახალციხეში თაღლითობის ბრალდებით თარჯიმანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან ირანის მოქალაქეს საკუთარი ნაცნობი პროკუურატურის თანამშრომლად წარუდგინა და ვითომდა სისხლის სამართლის საქმეზე გადასახდელი ჯარიმის სახით 500 ლარი გამოართვა.