ყაჩაღობის ფაქტი

ყაჩაღობა თბილისში - მთაწმინდის პარკთან თავს უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაესხნენ. ისრაელის მოქალაქეს მთაწმინდის პარკში ამავალ საფეხმავლო ბილიკზე, მისთვის უცნობმა ორმა პირმა იარაღის მუქარით 200 დოლარი და 800 ლარი გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1997 და 1998 წელს დაბადებული პირები დააკავა. ისინი დანაშაულს აღიარებენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.