სპორტული ინვენტარი პანკისის სოფლებს

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. პანკისის ხეობის სოფლებში განახლდა და მოეწყო ფეხბურთის, კალათბურთისა და ფერნურთის სათამაშო მოედნები. სოფლების კლუბებში დამონტაჟდა ბილიარდისა და მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, სადაც ახალგაზრდები თავისუფალ დროს გაატარებენ. პროფესიულ სპორტულ კლუბებსა და საჯარო სკოლებს კი გადაეცა საფეხბურთო ეკიპირება, კალათბურთის ფარები, ძიუდოს კიმონოები, საჭიდაო ჩოხები და ვარჯიშისთვის საჭირო სხვადასხვა სპორტული ინვენტარი.