მარიამ ხაჭვანის მორიგი ჯილდო

რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა ასტანაში გამართულ ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმისთვის „დედე“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა. კინოსურათი ფესტივალზე მთავარ კონკურსში მონაწილეობდა. ფილმი ხუთ ნომინაციაში იყო წარდგენილი: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი და ჟიურის პრიზი.ფილმი სხვადასხვა ფესტივალზე მოგზაურობას განაგრძობს.