დუშეთში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს, ბავშვს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს 4 წლის კალებ სმიტს, რომლის მშობლებიც ხადას ხეობაში გარდაცვლილები იპოვეს. ხეობაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების დაკარგვის შესახებ შესული შეტყობინების შემდეგ სამართალდამცავებმა მათი ძებნა დაიწყეს, კვალს კი სოფელ წკერეში მიაგნეს, სადაც მათი კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. რაიან და ლორა სმიტების ცხედრებს მაშველებმა ხევში ჩანჩქერთან ახლოს მიაკვლიეს. წინასწარი დათვალიერებით რაიან და ლორა სმიტებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ. სმიტების ოჯახი ხადას ხეობაში დასასვენებლად იყო წასული. ისინი რამდენიმე წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ.