პრეზიდენტის ბრძანება სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ

მძიმე ტექნიკასთან ერთად სვანეთში სამხედრო ძალასაც ელოდებიან. პრეზიდენტის ბრძანებაში, რომელსაც პარლამენტი დღეს დაამტკიცებს, წერია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა. აღნიშნული ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.