პარლამენტის საგანგებო სხდომა

პრეზიდენტის შესაბამის ბრძანება სვანეთში ჯარის შეყვანასთან დაკავშირებით პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის შენობაში დღეს ბიუროს სხდომა, მოგვიანებით კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. ექვსის ნახევარზე კი, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში საგანგებო სხდომა ჩატარდება.საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ბრძანება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. საგანგებო სხდომის დეტალებით პარლამენტიდან რუსუდან დუმბაძე გვიერთდება.