„ერთად შევცვალოთ საწვავის ფასი“ - აქცია რუსთაველზე

ერთად შევცვალოთ საწვავის ფასი- რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა ბენზინის ფასის ზრდა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, საწვავის ფასის ხელოვნურად არის გაზრდილი. აქცია ერთჯერადი არ იქნება და მონაწილეები ბენზინის ფასის ზრდას მომავალში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტებენ. მსგავსი აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.