„გალფის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გალფის ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კომპანია „გალფის“ კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით 500 ლარი გასტაცა. გამოკითხვისას მან მის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული აღიარა. მისივე განაცხადებით, რამდენიმე დღის წინ თბილისში, სანზონაში მდებარე „გალფის“ ავტოგასამართ სადგურზეც განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, სადაც ოპერატორს, ასევე, დანის მუქარით 300 ლარი გასტაცა. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.