თათია ახალაია Dolce & Gabbana-ს ალტა მოდაზე

ქართველი მოდელის, თათია ახალიას მორიგი წარმატება. მან დოლჩე და გაბანას ალტა მოდის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც პარიზის მოდის კვირეულიდან გაემგზავრა. გრანდიოზულ ღონისძიებაზე თათია ახალაი გამოვიდა ისეთ ცნობილ მოდელებთან ერთად, როგორებიც არიან ნაომი კემპბელი, ევა ჰერციგოვა, ეშლი გრემი და სამოდელო სფეროს კიდევ სხვა ვარსკვლავები. აისი მოდელ მენეჯმენტის მოდელის თათია ახალაიას დებიუტი დოლჩე და გაბანას ალტა მოდაზე შარშან შედგა, რის შემდეგაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა ბრენდთან მჭიდრო თანამშრომლობდა.